ქართული English
| 17.12.2010 |
კომპანია "ჯეოსტარში" Microsoft Dynamics Nav 5.0-ის დანერგვა
| 20.10.2009 |
სადიაგნოსტიკო პროექტი სოციალური მომსახურების სააგენტოში
| 10.10.2009 |
საჯარო რეესტრში პერსონალის მართვის სისტემის დანერგვა
  ვაკანსიები

კომპანია BIT აცხადებს მიღებას კონტრაქტორი დეველოპერის ვაკანტურ პოზიციაზე. პირველ ეტაპზე კონტრაქტის დრო განისაზღვრება 3 თვით (წარმატებული მუშაობის შემთხვევაში მუდმივ გუნდში დარჩენის პერსპექტივით).
 
პოზიციის მოკლე აღწერა:

დეველოპერი მონაწილეობას მიიღებს პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამირება /დანერგვაში და მასთან დაკავშირებულ სხვა სახის ამოცანებში. იგი იმუშავებს, როგორც გუნდის წევრი BIT-ის პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების დეპარტამენტში. 
 
მოთხოვნები:

» 3-4 წლიანი გამოცდილება ASP.NET ტექნოლოგიებში;
» 3-4 წლიანი გამოცდილება C# პროგრამულ ენაში;
» გამოცდილება მონაცემთა ბაზის დეველოპმენტში.
 
კვალიფიკაცია / უნარები:

» უმაღლესი განათლება;
» ძლიერი ანალიტიკური და საკომუნიკაციო უნარები;
» მუშაობის გამოცდილება როგორც გუნდის წევრად ისე ინდივიდუალურად.
» კარგად ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მქონე;
» ინგლისური და რუსული ენების კარგად ფლობა;
» კანდიდატის სასურველი ასაკი 24 – 30 წელი.
 
წარმატებულ კანდიდატს დაენიშნება ხელფასი 500 $-ის ოდენობით ან უფრო მეტი  (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით).
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: bit@bit.ge . წერილის დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია.
 
გისურვებთ წარმატებას!
 
მთავარი :: კომპანია :: მიმართულებები :: პროდუქტები :: პარტნიორები :: დაგვიკავშირდით
© 2006 BIT. საავტორო უფლებები დაცულია
Valid CSS 2.1