| ახალი ამბები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
10 ივნისი, 2008 BIT კომპანია „დოკში“ Microsoft Dynamics Nav 4.0 სისტემას ნერგავს
 კომპანია BIT-მა სამშენებლო-არქიტექტურულ კომპანია „დოკში“ დაიწყო Microsoft Dynamics Nav 4.0 სისტემის დანერგვა. პროექტის პირველ ეტაპზე BIT-ის სპეციალისტებმა განახორციელეს „დოკში“ არსებული ბიზნეს პროცესების შეფასება და ანალიზი. კვლევის საფუძველზე შეირჩა შესაბამისი ERP სისტემა, რომლითაც შესაძლებელი გახდება კომპანიის ყველა მიმართულების ერთიან კომპიუტერულ სისტემაში ინტეგრაცია, სრულფასოვანი საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა, გაყიდვებისა და შესყიდვების ავტომატიზაცია. ვრცლად...
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
4 ოქტომბერი, 2007 "საქართველოს საბანკო ტრეინინგ ცენტრის" კორპორაციული ვებ საიტის შექმნა
 კომპანია BIT-სა და “საქართველოს საბანკო ტრეინინგ ცენტრს” (GBTC) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე BIT-ის ვებ დეველოპერებმა შექმნეს აღნიშნული ცენტრის ვებ პორტალი. პორტალზე განთავსებულია ყველა საჭირო ინფორმაცია ტრეინინგ ცენტრის სერვისების, სასწავლო კურსებისა და პროგრამების შესახებ. ახალი ვებ პორტალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მისამართზე: http://www.gbtc.ge
|
|
23 ივლისი, 2007 BIT-მა დაიწყო "არმასი"-ს საბაზო მოდულის დანერგვა "ნიკორა"-ში
BIT კომპანია "ნიკორა"-ში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა "არმასი"-ს დანერგვას იწყებს. საწყის ეტაპზე პროექტი მოიცავს სისტემის საბაზო მოდულის დანერგვას. ჰოლდინგური კომპანია "ნიკორა" წარმოადგენს ლიდერს ადგილობრივ ბაზარზე კვების პროდუქტების მწარმოებელთა შორის. კომპანიაში დასაქმებულია 900-ზე მეტი თანამშრომელი. "არმასი"-ს დანერგვა დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს "ნიკორა"-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს პერსონალის მართვასთან დაკავშირებულ მთელ რიგ ასპექტებში. ვრცლად...
|
|
|
12 ივლისი, 2007 BIT კომპანია ComponentOne-ის ბიზნეს პარტნიორი გახდა
BIT კომპანია ComponentOne-ის ბიზნეს პარტნიორი გახდა. ComponentOne წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს პროგრამული პროდუქციის სფეროში. იგი განკუთვნილია იმ პროგრამისტებისთვის, რომლებიც იყენებენ Microsoft Visual Studio .NET-ს ან Borland® Delphi® .NET-ს და ქმნიან Help-ის დოკუმენტაციას.
ComponentOne-ის პროდუქტებს ფართოდ იყენებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ActiveX, .NET, ASP.NET, Mobile ვრცლად...
|
|
|
24 მაისი, 2007 წელი BIT გახდა c360-ის სერთიფიცირებული პარტნიორი
BIT გახდა კომპანია c360-ის სერთიფიცირებული პარტნიორი. c360 წარმოადგენს Microsoft-ის დამოუკიდებელ ვენდორს, რომელიც ფოკუსირებულია Microsoft Dynamics CRM-ის დამატებითი მოდულების დეველოპმენტზე.
c360-ის სერთიფიცირებული ბიზნეს პარტნიორის სტატუსი BIT-ს საშუალებას აძლევს შესთავაზოს დამკვეთებს რთული კომპლექსური გადაწყვეტილებები Microsoft CRM-ის ბაზაზე.
|
|
15 აპრილი, 2007 წელი სიახლე ბიზნეს პროგრამული სისტემების მსოფლიო ბაზარზე
 კორპორაცია Microsoft-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა Microsoft Dynamics Nav-ის ახალი ვერსიის - Microsoft Dynamics Nav 5.0-ის შექმნის შესახებ. მსოფლიოს ცნობილი ბრენდი დღეისათვის კიდევ უფრო დახვეწილი მაღალფუნქციონალური შესაძლებლობებით გვევლინება. იგი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო ეფექტიანად მართოთ კომპანიის ბიზნეს პროცესები. ვრცლად...
|
|
|
15 მარტი, 2007 ქართული სიტყვის გადატანის ავტომატიზაცია
კომპანია BIT-ის სპეციალისტები „საქართველოს ეროვნული ბანკი"-ს პოლიგრაფიული განყოფილებისათვის შექმნიან ქართული სიტყვის გადატანის პროგრამას. პროგრამის ფუნქციონალობა მოიცავს ქართული სიტყვის გადატანის 2 მეთოდს: უთურგაიძის და შანიძის (კლასიკური).
|
|
|
|
|
5 ნოემბერი, 2006 ს.ს. „მინა“-ში უსაფრთხოების (დაშვების) სისტემის დანერგვა
ს.ს. "მინა" საქართველოში ერთადერთი, ხოლო ამიერკავკასიაში მინის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. „მინა“-ს ფინანსურ დირექტორ, ოლგუნ თასდემირსა და კომპანია BIT-ის დირექტორ, კობა მახარაძეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც BIT აღნიშნულ კომპანიას გაუწევს კონტროლის (დაშვების) სისტემის ინსტალაციასა და დანერგვასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
ვრცლად...
|
|
1 ნოემბერი, 2006 ინფორმაციის მართვისა და არქივირების სისტემის დანერგვა საგამომცემლო სახლში
 „კვირის პალიტრა" საქართველოში წამყვანი საგამომცემლო სახლია, კადრების დიდი რაოდენობითა და მრავალი მიმართულებით. სააგენტოს ერთ-ერთი გამოცემაა გაზეთი „სიტყვა და საქმე“, რომელიც კვირაში ორჯერ გამოდის და თითო ნომერში იბეჭდება 10 000-მდე განცხადება. განცხადებების რაოდენობის ზრდის გამო,
 გართულდა პროცესების მართვა, მოიკლო კადრების ეფექტურობამ და რეალურად დადგა ისეთი მოქნილი სისტემის საჭიროება, რომელიც ყველანაირ პრობლემას მოაგვარებდა. ვრცლად...
|
|
24 ოქტომბერი, 2006 Microsoft CRM 3.0 - ქართულ ენაზე!
 კომპანია BIT-ს უკვე შეუძლია თავის მომხმარებლებს შესთავაზოს Microsoft CRM 3.0-ის ქართული ვერსია.
პროგრამის ქართული ინტერფეისი გაცილებით უფრო მარტივი და მოსახერხებელი იქნება თქვენი კომპანიის თანამშრომლებისათვის.
კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემაში მშობლიურ ენაზე მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი თანამშრომლების ეფექტურობის ამაღლებას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ BIT არის ერთადერთი ქართული კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს Microsoft CRM 3.0-ის ქართულ ვერსიას. ვრცლად...
|
|
14 ოქტომბერი, 2006 BIT გახდა Microsoft-ის სერთიფიცირებული პარტნიორი
 კომპანია BIT გახდა Microsoft-ის საპარტნიორო სტატუსის - “Microsoft Certified Partner” - მფლობელი. სერთიფიცირებული პარტნიორის სტატუსის მოსაპოვებლად BIT-მა შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა. კერძოდ, კომპანიამ მოიპოვა Microsoft Business Solution-ის კომპეტენცია, რაც წარამტებით დასრულებული პროექტების, კომპანიის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაციის და კლიენტების დადებითი გამოხმაურების შედეგია.
|
|
|
|
23 აგვისტო, 2006 „სალფორდ საქართველო"-ს პროექტის გახსნა
 23 აგვისტოს „სალფორდ საქართველო“-ს ოფისში შედგა „კორპორატიული დოკუმენტებისა და ინფორმაციის მართვის, მიმოქცევის, ორგანიზებული შენახვის, უსაფრთხოებისა და არქივირების სისტემის“ პროექტის გახსნა. გახსნას ესწრებოდნენ BIT-ის და „სალფორდ საქართველო“-ს ხელმძღვანელები და მენეჯერები. ვრცლად...
|
|
|