|
პერსონალის მართვის პროგრამა HRMS (Human Resources Management System) შექმნილია საუკეთესო პრაქტიკის და ქართული რეალობის გათვალისწინებით. სერტიფიცირებულ HR ექსპერტებთან თანამშრომლობით მოხდა პროგრამის სრულყოფა. მისი საშუალებით ავტომატიზირებულია როგორც საბაზო საკადრო ადმინისტრაციის ფუნქციები, ისე შერჩევის, შეფასების, სწავლების, დროის აღრიცხვის, კომპენსაციების და შიდა კომუნიკაციის პროცესები. პროგრამა მარტივი და მომხმარებლისთვის ადვილად მოსახმარია.
HRMS-ს აქვს თვითმომსახურების ფუნქცია (self-service). თითოეულ თანამაშრომელს, მენეჯერს შუძლია მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა, ანალიზი. პროგრამას გააჩნია არქივირების, ძებნის და რეპორტინგის ძლიერი მექანიზმი. HR მენეჯერების დახმარების მიზნით, პროგრამა ახორციელებს ავტომატური შეტყობინებების მართვას.
პროგრამის დანერგვის შემდეგ:
| 1. |
ორგანიზაციას ყველა ადამიანზე ექნება სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ელექტრონული ინფორმაცია, რომლის მოძებნა შესაძლებელი იქნება მომენტალურად; |
| 2. |
შემცირდება საკადრო კანცელარიაზე და სხვა HR ფუნქციების შესრულებაზე დახარჯული დრო და რესურსები; |
| 3. |
სხვადასხვა მოდულების ავტომატიზაცია (სტრუქტურა, ხელფასები, შერჩევები, სწავლება, შეფასება) დააჩქარებს და გაამარტივებს პროცესს, რასაც ჯამში დანახარჯების შემცირება და ხარისხის ზრდა მოყვება; |
| 4. |
შემცირდება ხელით შრომით გამოწვეული შეცდომები, მონაცემებს შორის შეუსაბამობა და გაურკვევლობები; |
| 5. |
შესაძლებლობა ექნება მარტივად და სწრაფად გაკეთდეს ანალიტიკური რეპორტები, რაც დაეხმარება მენეჯმენტს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. |
BIT-ის მუშაობის სტილი ითვალისწინებს კლიენტების ინდივიდუალური სპეციფიკის და მოთხოვნილებების შესწავლას, რის მიხედვითაც პროგრამული პროდუქტი განიცდის მოდიფიკაციას, ერგება კლიენტის საჭიროებებს და უფრო სასარგებლო ხდება მისთვის.
HR-ის პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა მუდმივად მიმდინარეობს. კლიენტები უფასოდ ღებულობენ შეძენილი ვერსიის განახლებებს (update-ებს).
BIT იყენებს ფასდადების მოქნილ სქემას, რაც გულისხმობს ფიქსირებულ ფასად მომხმარებლების (user-ების) შეუზღუდავი რაოდენობის შეძენას. ეს განსაკუთრებულად კომფორტულია იმ კლიენტებისთვის, ვისი ბიზნეს პროცესებიც მოითხოვს პროგრამაში მრავალი სუბიექტის მონაწილეობას. პროგრამა შედგება რამოდენიმე დამოუკიდებელი მოდულისაგან, რომელთა შეძენა შესაძლებელია ინდივიუალურად, ან პაკეტებად. პაკეტის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლების სქემა.
HR სფეროს არაერთი ავტორიტეტი ადასტურებს, რომ BIT სთავაზობს კლიენტებს საუკეთესო ბალანს გადახდილ ფასსა და მიღებულ ჯამურ სარგებელს შორის, რაშიც ვგულისხმობთ პროგრამის პლატფორმას, ფუნქციონალს, გაფართოების შესაძლებლობებს, უფასო განახლებებს და მხარდაჭერას, დამატებითი სერვისებს, ოპტიმალური ვადებს და პროფესიონალურ მომსახურებას.
|