 კომპანია BIT-მა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის სისტემა დანერგა. გადაწყვეტილება დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას საკადრო აღრიცხვის წარმოებასა და ანალიზში, ასევე სხვა შრომატევადი ოპერაციების ავტომატიზაციაში.
პროექტის ფარგლებში BIT-ის სპეციალისტებმა შექმნეს სისტემის საჭირო პროგრამული მოდულები. პროექტის დასკვნით ეტაპზე მოხდა აღნიშნული სისტემის ტესტირება და მისი ინტეგრირება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხვა ელექტრონულ სისტემებთან.
დღეს BIT ერთ-ერთი ლიდერია ქართულ ბაზარზე დანერგილი HR პროდუქტების მიხედვით. BIT-ის მიერ შექმნილი ადამიანური რესურსების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა აღჭურვილია HR ადმინისტირების ყველა ფუნქციონალით, გაფართოებისა და მოდიფიკაციის ფართო შესაძლებლობებით და მარტივად მოსახმარი ინტერფეისით.
|