 კომპანია
BIT-მა ნავთობკომპანია ”რომპეტროლ საქართველო”-ში
Microsoft Dynamics Nav სისტემის დანერგვა დაიწყო. Microsoft Dynamics Nav-ის მძლავრი ანალიტიკური ფუნქციები „რომპეტროლ საქართველო“-ს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად მართოს კომპანიის ბიზნეს პროცესები, ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება სიტუაციის ცვალებადობაზე, მარტივად აწარმოოს სასაწყობო გატარებები, შეუფერხებლად აღრიცხოს გაყიდვები და შესყიდვები, გააუმჯობესოს კომპანიის პროდუქტიულობა და სწრაფად მიიღოს საჭირო ბიზნეს გადაწყვეტილებები.
კომპანია ”რომპეტროლ საქართველო” ”რომპეტროლ ჯგუფის” წევრია. რომპეტროლ ჯგუფი ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, მისი მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 13 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. კომპანია ”რომპეტროლ საქართველო” ქართულ ბაზარს სტაბილურად აწვდის ევროპული სტანდარტის მაღალი ხარისხის საწვავს. დისტრიბუცია ხორციელდება 19 მძლავრი, საცალო ავტოგასამართი სადგურების ქსელის მეშვეობით თბილისსა და რეგიონებში.
ახალი პროექტის ფარგლებში BIT-ის სპეციალისტები ”რომპეტროლ საქართველო”-ში განახორციელებენ Microsoft Dynamics Nav-ის ფინანსების, სასაწყობო მეურნეობის, შესყიდვებისა და გაყიდვების მოდულების დანერგვას. აღნიშნული ERP სისტემის საშუალებით კომპანია მიიღებს: სრულფასოვან საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვას; გაყიდვებისა და შესყიდვების ავტომატიზაციას; კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის ავტომატიზაციას; სასაწყობო მეურნეობის პროცესების ავტომატიზაციას და ა.შ.
Microsoft Dynamics NAV-ი წარმოადგენს სრულყოფილ ბიზნეს გადაწყვეტილებას, ერთიან ინტეგრირებულ სისტემას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ კომპანიის პროდუქტიულობა და ოპტიმალურად გამოიყენონ არსებული რესურსები და გამოცდილება. დღეისათვის, მსოფლიოს 150 ქვეყნის 72 000 კომპანია ბიზნესს სწორედ Microsoft Dynamics Nav-ის დახმარებით მართავს.
კომპანია BIT გახლავთ Microsoft-ის უმაღლესი საპარტნიორო დონის „ოქროს პარტნიორის“ სტატუსის მფლობელი, რაც წარმატებით დასრულებული პროექტების, კომპანიის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაციისა და კლიენტების დადებითი გამოხმაურების შედეგია.
|