|
კომპანია BIT გთავაზობთ ახალ პროგრამულ პროდუქტს, Microsoft Dynamics Nav-ის ბაზაზე დაფუძნებულ ბიზნეს პროგრამულ გადაწყვეტილებას
„BIT დისტრიბუცია“. სისტემა განკუთვნილია საცალო და საბითუმო ვაჭრობის ფართო ქსელის მქონე კომპანიებისათვის. იგი საშუალებას მოგცემთ გაამარტივოთ:
» პრისეილთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესები
» გაყიდვები, ურთიერთანგარიშსწორება და გადახდები
» აღნიშნული ბიზნეს ოპერაციების ანალიზი სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში.
„BIT დისტრიბუციის" მეშვეობით შეგიძლიათ განახორციელოთ გაყიდვების აგენტის მიერ შესრულებული ოპერაციების სრული ავტომატიზაცია, ოპერატიულად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია და ცენტრალიზებულად აღრიცხოთ განხორციელებული სავაჭრო ოპერაციები.
„BIT დისტრიბუცია“ მმართველ რგოლს ეხმარება: თითოეული სავაჭრო აგენტის გაყიდვების შესახებ მიიღოს დეტალური ინფორმაცია online რეჟიმში, ოპერატიულად განახორციელოს ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი, ეფექტურად მართოს ურთიერთანგარიშსწორება სავაჭრო აგენტთან თუ სავაჭრო ობიექტებთან, გააკონტროლოს სავაჭრო აგენტების მიერ მარშრუტის შესრულება და ა.შ.
ქართულენოვანი პროგრამის მქონე ხელის პერსონალური კომპიუტერით (iPAQ, SmartPhone) აღჭურვილ გაყიდვების აგენტებს საშუალება აქვთ განახორციელონ შეკვეთების რეზერვირება და გაყიდვები. მათ საშუალება ეძლევათ გაცვალონ მონაცემები ცენტრალურ ოფისთან როგორც online ისე offline რეჟიმში (GPRS-ის საშუალებით).
|