საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია BIT - "ბიზნეს ინტელექტუალური ტექნოლოგიები" - დაარსდა 2006 წლის თებერვალში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროდუქტების, ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და სერვისების მიწოდება, დანერგვა და განვითარება.
BIT-ის პრიორიტეტებია: კლიენტებზე ზრუნვა, პროფესიონალიზმი, მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების, პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება კლიენტისთვის.
BIT-ის მიზანია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დამყარებული გადაწყვეტილებების საშუალებით დაეხმაროს თავის კლიენტებს ბიზნესის განვითარებაში. ამის მისაღწევად BIT კონცენტრირებულია შემდეგი სახის ქმედებებზე:
» კლიენტის საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სერვისების შეთავაზება;
» კლიენტისთვის უმაღლესი ხარისხის ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და სერვისის მიწოდება;
» შეთავაზებების მუდმივი გაუმჯობესება;
» ვენდორებთან სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება და ურთიერთობების გაღრმავება;
» კვალიფიციური პერსონალის მოძიება და მათი განვითარება.
კომპანიის წარმატებას განსაზღვრავს პროფესიონალი მენეჯერებისა და ტექნიკური პერსონალის ცოდნა და გამოცდილება. მათი უმრავლესობა კვალიფიკაციას იმაღლებს მსოფლიოს ლიდერ IT კომპანიებში.
იხილეთ BIT-ის კორპორაციული ბროშურა.