კორპორატიული რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემა

microsoft-dynamics-nav-logo-smკომპანია BIT გთავაზობთ ორგანიზაციის მართვის ინოვაციურ გადაწყვეტილებას Microsoft Dynamics NAV, სრულყოფილი სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები, შეამციროთ დროის დანახარჯები და გაზარდოთ ეფექტიანობა.

სისტემა აგებულია Microsoft-ის ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებზე. იგი საშუალებას გაძლევთ იქონიოთ ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ველი, სადაც რეალურ დროში გაუწევთ მონიტორინგს ნებისმიერ ასპექტს. ამასთან, სისტემის მძლავრი რეპორტინგი დაგეხმარებათ მინიმალურ დროში მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

Microsoft Dynamics NAV-ის ძირითადი მოდულებია:
• ფინანსების მართვა
• გაყიდვები და მარკეტინგი
• შესყიდვები
• სასაწყობე მეურნეობა
• პროექტების მართვა
• საწარმოო რესურსების მართვა
• სერვის პროცესების მართვა
• წარმოება
• ადამიანური რესურსების მართვა
• ადმინისტრირება

გთხოვთ იხილოთ ბროშურა.

Microsoft Dynamics NAV წარმატებით მუშაობს მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნის 100 000-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაში. ეს არის ყველაზე მორგებადი პროდუქტი, რომელიც სრულად იმეორებს ნებისმიერი სირთულის ბიზნეს პროცესს და გთავაზობთ ახალ, ოპტიმალურ სტრატეგიას ამ პროცესების სამართავად.

Microsoft Dynamics NAV

სამთავრობო ორგანიზაციებისათვის

საცალო/საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის სამართავად

სანავთობო სექტორისთვის

კომპანია BIT წარმოადგენს Microsoft-ის სერთიფიცირებულ ოქროს პარტნიორს. აღნიშნული უმაღლესი საპარტნიორო სტატუსი BIT-ის წარმატებული პროექტების, Microsoft Dynamics სისტემების დანერგვის სოლიდური გამოცდილებისა და კლიენტების დადებითი გამოხმაურების შედეგია.